ლუკაშენკა: თუ საჭირო იქნება, ბელარუსში ბირთვულ იარაღსაც განვათავსებთ

 

ბელარუსის თვითაღიარებულმა პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკამ რუსულ-ბელარუსული ერთობლივი წვრთნების პოლიგონი პირადად მოინახულა. 

ლუკაშენკამ ადგილზე პოლიტიკური განცხადებებიც გააკეთა. მისი თქმით, ბელარუსი ყოველთვის მხარს დაუჭერს რუსეთს. ამასთანავე, მან ხაზი გაუსვა იმას, რომ ხვალ პუტინთან ერთად ერთობლივი სამხედრო დანაყოფების გეგმებს განიხილავენ.

"აუცილებლობის შემთხვევაში, თუ ჩვენი მოწინააღმდეგეები გააგრძელებენ უაზრო და გაუგებარ ნაბიჯებს, ჩვენ ბელარუსში განვათავსებთ არამხოლოდ ბირთვულ, არამედ ზებირთვულ იარაღსაც."- განაცხადა ლუკაშენკომ. 

მისივე განმარტებით, თუ ბელარუსი დასავლეთისგან საფრთხეს არ იგრძნობს, ბელარუსში ბირთვული იარაღი "100 წელი არ გამოჩნდება".

"მინსკი ასევე განიხილავს რუსულ საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების C 400-ის განთავსებას", - აღნიშნა ლუკაშენკამ.

მსგავსი სიახლეები