ლუკაშენკას PR: პრიგოჟინი ლუკაშენკას ესაუბრა და წინვლის შეჩერებას დათანხმდა
ევგენი პრიგოჟინის მიერ წამოწყებულ შეიარაღებულ ამბოხს ბელარუსის დიქტატორის პრესსამსახური გამოეხმაურა. ოფიციალურ შეტყობინებაში ნათქვამია, რომ ლუკაშენკო მთელი დღის განმავლობაში აწარმოებდა მოლაპარაკებებს პრიგოჟინთან.
"ევგენი პრიგოჟინმა მიიღო ალექსანდრ ლუკაშენკას წინადადება შეაჩეროს შეიარაღებული ვაგნერელების წინსვლა და მიიღოს ზომები შემდგომი დეესკალაციისთვის",- ნათქვამია ოფიციალურ შეტყობინებაში.
ბელარუსის დიქტატორის პრესსამსახურის განცხადებას ჯერჯერობით არ გამოუხმარებია ევგენი პრიგოჟინი და არც რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები.
მასალა განახლებადია.