ლულა: ბრაზილიაში პუტინს დაპატიმრების საფრთხე არ ემუქრება

ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს (ICC) დაპატიმრების ორდერის მიუხედავად, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ბრაზილიაში ვიზიტის დროს დაკავების საფრთხე არ ემუქრება.

ამის შესახებ ბრაზილიის პრეზიდენტმა ლუის ინასიო ლულა და სილვამ ნიუ დელიში, G20-ის სამიტის დროს. საინფორმაციო პორტალ Firstpost-თან ინტერვიუში განაცხადა.

"თუ მე ისევ ბრაზილიის პრეზიდენტი ვიქნები და ის ბრაზილიაში ჩამოვა, მას არავითარ შემთხვევაში არ დააპატიმრებენ," - თქვა მან.

ლულა და სილვამ განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტის G20-ის მომავალ სამიტზე მიწვევას აპირებს, რომელიც 2024 წელს რიო-დე-ჟანეიროში გაიმართება.

"ჩვენ გვიყვარს მშვიდობა და გვსურს კარგად მოვექცეთ ხალხს. ამიტომ, მჯერა, რომ პუტინს შეუძლია უსაფრთხოდ ჩამოვიდეს ბრაზილიაში," - აღნიშნა ბრაზილიის ლიდერმა.

კონტექსტი

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ (ICC) ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერი 17 მარტს გასცა.

პუტინი უკრაინის ოკუპირებული რეგიონებიდან რუსეთში ბავშვების უკანონო გადაყვანის ორგანიზებაში დამნაშავედ ცნეს.

ბრაზილია მსოფლიოს იმ 123 ქვეყნიდან ერთ-ერთია, რომელსაც რომის სტატუტი რატიფიცირებული აქვს და, შესაბამისად, ვალდებულია ICC-ის გადაწყვეტილებები შეასრულოს.

მსგავსი სიახლეები