მაკრონი: რუსეთმა ომის დანაშაულები ჩაიდინა, სიტყვა გენოციდთან ფრთხილად ვიქნებოდი

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ფრანგული საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მიცემულ ინტერვიუში რუსეთის მიერ უკრაინაში ჩადენილ ქმედებებზე ისაუბრა, რასაც ის ომის დანაშაულებს უწოდებს.

"უკვე დადგენილია, რომ რუსეთის არმიამ ომის დანაშაულები ჩაიდინა. ახლა ამ დანაშაულებზე პასუხისმგებლების პოვნა და მათი გასამართლებაა საჭირო", - თქვა ემანუელ მაკრონმა.

საფრანგეთის პრეზიდენტი ასევე გამოეხმაურა აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის გამონათქვამს, რომ რუსეთი უკრაინაში გენოციდს აწყობს.

"ტერმინებთან დაკავშირებით ფრთხილი ვიქნებოდი, რადგან [რუსები და უკრაინელები] მოძმე ხალხები არიან", - ამბობს მაკრონი, რომელიც 24 აპრილს მეორე ვადით გაპრეზიდენტებას ეცდება.

მისი თქმით, "გენოციდის" მსგავსი ტერმინების გამოყენება "სიტყვებით ესკალაციას" ემსახურება და ომის შესაჩერებლად ასეთი ქცევა არ გამოდგება:

"სიგიჟეა, რაც [უკრაინაში] ხდება, ეს გაუგონარი სიმხეცეა. ევროპაში ომი დაბრუნდა. თუმცა, ვცდილობ, რომ ყველაფერი გავაკეთ ამ ომის შესაჩერებლად და მშვიდობის დასამყარებლად. არ ვთვლი, რომ სიტყვებით ესკალაცია ამ მიზნის მიღწევაში სასარგებლო იქნება."

მსგავსი სიახლეები