მაკრონი ზელენსკის: სამხედრო და ჰუმანიტარულ დახმარებას გავზრდით
საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ემანუელ მაკრონსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის სატელეფონო საუბარი შედგა.
მაკრონის განცხადებით, მეორე საპრეზიდენტო ვადის განმავლობაში, იგი აქტიურად იმუშავებს უკრანის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე.
"სამხედრო მხარდაჭერა გაიზრდება, ჰუმანიტარულ დახმარებასთან ერთად" - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა. არსებული მონაცემებით, ფრანგებმა ამ დრომდე, უკრაინელებს, 615 ტონა დახმარება გაუგზავნეს, სადაც შედის ეკიპირება, სამედიცინო საშუალებები, გენერატორები საავადმყოფოებისთვის, საკვები, თავშეაფრებისთვიის საჭირო ნივთები და სასწრაფო მანქანები.
ემანულ მაკრონმა ასევე განაცხადა, რომ "უკრაინული მხარის მოთხოვნის საფუძველზე, ფრანგი ექსპერტების მისია, მტკიცებულებების შეგროვების მიზნით მუშაობას კვლავ გააგრძელებს."