მაკრონი ზელენსკის უკრაინისთვის ახალი შეიარაღების მიწოდებაზე ესაუბრა

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი სასწრაფოდ ესაუბრა უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის მას შემდეგ, რაც 10 ოქტომბერს დილით უკრაინა დაბომბა. ამის შესახებ ელისეის სასახლის პრესსამსახური იტყობინება.

მაკრონმა უკიდურესი შეშფოთება გამოთქვა, რომ დარტყმების შედეგად მშვიდობიანი მოქალაქეები დაშავდნენ.

"მან კიდევ ერთხელ დაუდასტურა პრეზიდენტ ზელენსკის თავისი სრული და უპირობო მხარდაჭერა, ისევე როგორც საფრანგეთის ვალდებულება გაზარდოს უკრაინის მხარდაჭერა კიევის მიერ გამოხატული საჭიროებების საპასუხოდ, მათ შორის სამხედრო აღჭურვილობის თვალსაზრისით." - თქვა მაკრონმა.

ასევე, ელისეის სასახლემ აღნიშნა, რომ მაკრონი მჭიდრო კავშირშია ზელენსკისთან, ევროპელ პარტნიორებთან და G7-ის წევრებთან.

თავად ზელენსკიმ ტვიტერზე განაცხადა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტთან უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერება, მკაცრი ევროპული და საერთაშორისო რეაქციის და რუსეთის ფედერაციაზე ზეწოლის გაზრდის აუცილებლობა განიხილა.

მსგავსი სიახლეები