მაკრონმა განაცხადა, რომ ჩინეთს ეწვევა და პეკინს მოუწოდა, რუსეთზე ზეწოლა მოახდინოს

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ჩინეთში ოფიციალური ვიზიტის შესახებ მას შემდეგ გამოაცხადა, რაც პეკინმა უკრაინა-რუსეთის ომის სამშვიდობო გეგმა გამოაქვეყნა.

ამის შესახებ Le Figaro წერს.

მაკრონმა შაბათს განაცხადა, რომ ის ჩინეთში "აპრილის დასაწყისში" გაემგზავრება და პეკინს მოუწოდა "დაგვეხმაროს რუსეთზე ზეწოლაში", რათა "შეაჩეროს აგრესია" და "ავაშენოთ მშვიდობა."

დღეს ცნობილი გახდა, რომ ბელორუსის თვითგამოცხადებული პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო მომავალ კვირას ჩინეთს ეწვევა.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამ კვირაში ე.წ. "სამშვიდობო გეგმა" გამოაქვეყნა. ის 12 პუნქტისგან შედგება, ცეცხლის შეწყვეტისა და მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს მხარეებს, მაგრამ არ შეიცავს კონკრეტულ ნაბიჯებს.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი თვლის, რომ ჩინეთის "სამშვიდობო გეგმაში" არის პუნქტები, რომლებზეც შეიძლება მუშაობა, თუმცა ის არ ეთანხმება "ზოგიერთ აზრებს."

ამავდროულად, აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უარყო ჩინეთის მიერ შემოთავაზებული გეგმა და თქვა, რომ მისი განხორციელება სარგებელს მხოლოდ რუსეთს მოუტანს.

მსგავსი სიახლეები