მალიარი: კუპიანსკის მიმართულებით ინიციატივა უკვე უკრაინის არმიას აქვს

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანა მალიარმა განაცხადა, რომ ხარკოვის ოლქში, კუპიანსკის მიმართულებით ინიციატივა უკრაინულმა ჯარებმა დაიბრუნეს.

"მტრის შეტევა კუპიანსკის მიმართულებით ჯერჯერობით წარუმატებელი იყო. ბრძოლა გრძელდება, მაგრამ ინიციატივა უკვე ჩვენს მხარეზეა.

ბახმუტის ირგვლივ სამხრეთ ფლანგზე დღეს, ისევე როგორც ყველა წინა დღეს, ჩვენს ჯარს წინსვლა ჰქონდა.

ბრძოლები დღეს ჩრდილოეთი ფლანგზე გაგრძელდა. მტერი ცდილობს დაიბრუნოს დაკარგული პოზიციები. ჩვენს მებრძოლებს ნაღებთან და მტრის ინტენსიურ ცეცხლთან გამკლავება უწევთ." - აღნიშნა მან.

18 ივლისს უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის სარდლობის სპიკერმა სერჰი ჩერევატიმ განაცხადა, რომ რუსმა დამპყრობლებმა ლიმან-კუპიანსკის მიმართულებით 100 ათასზე მეტი ჯარისკაცი შეკრიბეს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების სარდალმა ალექსანდრ სირსკიმ კი აღნიშნა, რომ რუსეთის საოკუპაციო ჯარები კუპიანსკის მიმართულებით შეტევაზე გადავიდნენ.

მსგავსი სიახლეები