მარიუპოლის მერია: რუსებმა აზოვსტალზე ერთ თვეში 714 ტონა ავიაბომბი ჩამოაგდეს
ბოლო ერთი თვის განმავლობაში რუსმა დამპყრობლებმა 714 ტონა ბომბი ჩამოაგდეს მარიუპოლის ქარხანა "აზოვსტალზე". ამის შესახებ 19 მაისს Telegram-ზე მარიუპოლის მერის მრჩეველმა პეტრ ანდრიუშჩენკომ განაცხადა.
მისი თქმით, ეს არის მხოლოდ ავიადაბომბვები Град-ების, Смерч-ების, Точек-У-ების, საარტილერიო ჭურვებისა და რაკეტების გათვალისწინების გარეშე.
"რუსულმა არმიამ ჩაიდინა დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ. ფაქტია. ეს არის ყველაზე დიდი გენოციდი ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ", - განაცხადა მარიუპოლის მერმა ვადიმ ბოიჩენკომ.