მარიუპოლის მერის მრჩეველი: ქალაქი 35 ათასმა ადამიანმა დატოვა

მარიუპოლში ავტომობილებზე წვდომა ჯერ კიდევ შეჩერებულია, მაგრამ 35 ათასმა მოქალაქემ ქალაქის დატოვება შეძლო. ამის შესახებ 17 მარტს ფეისბუქზე მარიუპოლის მერის მრჩეველმა პეტრ ანდრიუშჩენკომ განაცხადა.

"ევაკუაციაზე. დღეს თითქმის ყველა, ვისაც შეეძლო, გავუდა. სამწუხაროდ, ქალაქში მისასვლელი დაკეტილია. ადამიანები მცირე ავტობუსებისა და ავტომობილების მარიუპოლში განცხადების გარეშე შეყვანას ცდილობდნენ - რუსები მათ აჩერებენ საგუშაგოებზე მანგუშში და მის მახლობლად სოფელ რიბაცკოესთან. სამწუხაროდ, [მოსახლეობის გაყვანა] არ გამოვიდა". - წერს ის.

მან დააზუსტა, რომ მარიუპოლიდან სამ დღეში დაახლოებით 35 ათასი ადამიანი გავიდა. ქალაქის მოსახლეობა, სხვადასხვა წყაროების მიხედვით, 350-400 ათასი ადამიანია.

გარდა ამისა, ანდრიუშჩენკოს თქმით, რუსები "ევაკუაციას" ახორციელებენ ქალაქის იმ ტერიტორიებიდან, რომლებსაც დროებით აკონტროლებენ.

მისი თქმით, არ არსებობს დადასტურებული მონაცემები დრამატული თეატრის ბომბის თავშესაფარში არსებული მდგომარეობის შესახებ, რომელიც რუსებმა დაბომბეს.

მერის მრჩევლის თქმით, მარიუპოლის ქუჩებში ბრძოლა გრძელდება. "ამბობენ, რომ რუსები აკონტროლებენ ქალაქის დიდ ნაწილს, არასწორია. ისინი საკუთარ ნაწილსაც კი არ აკონტროლებენ", - წერს ის.

 

მსგავსი სიახლეები