მარიუპოლში მასიური აფეთქება მოხდა - ქალაქის საკრებულო
დონეცკის ოლქში, დროებით ოკუპირებულ მარიუპოლში, 10 აგვისტოს აფეთქება მოხდა. ამის შესახებ მარიუპოლის საკრებულოს პრესსამსახური Telegram-ზე იტყობინება.
"12:00 საათზე მარიუპოლის ცენტრალურ რაიონში, ეკო ბაზრობის მიმდებარედ, ძლიერი აფეთქება მოხდა. მარიუპოლის წინააღმდეგობის ჯგუფის მუშაობის შესახებ ინფორმაციას ვერც უარვყოფთ და ვერც ვადასტურებთ. ველოდებით სიახლეებს", - ნათქვამია მარიუპოლის საკრებულოს განცხადებაში.