მარიუპოლში რუსებმა სპორტული კომპლექსი დაბომბეს, რომელსაც ორსული ქალები აფარებდნენ თავს
16 მარტს, რუსმა ოკუპანტებმა მარიუპოლში, ნეპტუნის სპორტულ კომპლექსი დაბომბეს, სადაც ორსული ქალები და მცირეწლოვანი ბავშვების დედები იმყოფებოდნენ. ამის შესახებ დონეცკის რეგიონული ადმინისტრაციის თავმჯდომარემ, პაველ კირილენკომ განაცხადა.
"ნეპტუნში ექსკლუზიურად მშვიდობიანი მოქალაქეები იმყოფებოდნენ. ახლა ნანგრევების ქვეშ არიან ორსული ქალები და ქალები ბავშვებით. ეს არის წმინდა ტერორიზმი! ამჟამად თავდასხმის შედეგად დაღუპული ადამიანების რაოდენობის დადგენა შეუძლებელია", - თქვა მან.
თანდართულ ვიდეოში ნათქვამია, რომ ნანგრევებიდან ერთ-ერთი ორსული ქალის გამოყვანას ცდილობენ. აუზის შენობაში ორსული ქალები და დედები იმყოფებოდნენ, რომლებსაც სამ წლამდე შვილები ჰყავთ.