მარიუპულიდან რამდენიმე ასეული უკრაინელის ევაკუაცია მოხდა
რუსმა ოკუპანტებმა მარიუპოლის მაცხოვრებლების მანქანების კოლონა გაატარეს, რომლებიც უკრაინის ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადავიდნენ. ამის შესახებ 14 მაისს მარიუპოლის მერის მრჩეველმა პეტრ ანდრიუშჩენკომ განაცხადა.
"მარიუპოლი. ევაკუაცია. სასიხარულო ამბავი. მანქანების უზარმაზარი კოლონა მარიუპოლის მაცხოვრებლებით (500-დან 1000 მანქანამდე), რომლებიც სამ დღეზე მეტ ხანს ელოდნენ ნებართვას, საბოლოოდ გაუშვეს ზაპოროჟიაში.", - წერს ის.
უკრაინის დაზვერვის ოფიცრის, ილია სამოილენკოს თქმით, 8 მაისის მდგომარეობით, რუსმა დამპყრობლებმა მარიუპოლში 25 000 ადამიანი მოკლეს.
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ევაკუაციას მარიუპოლის კიდევ 100 000 მცხოვრები ელოდება. გარდა ამისა, ასობით უკრაინელი ჯარისკაცი რჩება აზოვსტალში, სადაც ისინი ოკუპანტებს ებრძვიან.