მარკონი: ეს არის უკრაინის სუვერენიტეტის ხელყოფა
21 თებერვალს, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა დაგმო რუსეთის ფედერაციის გადაწყვეტილება ე.წ. ლუჰანსკისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებელ სახელმწიფოებად" აღიარების შესახებ, რომელიც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მიიღო. მაკრონმა ამ საკითხზე გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევა მოითხოვა. ამის შესახებ ელისეს სასახლის პრესსამსახური იტყობინება.
"პრეზიდენტი [მაკრონი] გმობს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას აღმოსავლეთ უკრაინის სეპარატისტული რეგიონების აღიარების შესახებ. ეს არის რუსეთის საერთაშორისო ვალდებულებების აშკარა ცალმხრივი დარღვევა და უკრაინის სუვერენიტეტის ხელყოფა. ის მოუწოდებს გაეროს უშიშროების საბჭოს მოიწვიოს საგანგებო სხდომა, ასევე ევროპას დააწესოს სანქციები", - ნათქვამია განცხადებაში.
აქამდე სეპარატისტული რეგიონების "აღიარება" დაგმეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა, ბრიტანეთმა, აშშ-მ, ასევე ევროკომისიასამ და ევროსაბჭომ.