"მარცვლეულის შეთანხმების" დაწყებიდან დღემდე უკრაინის პორტებიდან 435 გემი გავიდა

უკრაინის სამი პორტიდან - ოდესა, ჩორნომოვსკი და პივდენი - "მარცვლეულის ინიციატივის" ფარგლებში, სამი გემი - 21.6 ათასი ტონა ნავთობით, აზიისა და ევროპის ქვეყნებში გაემგზავრა.

ამის შესახებ, 9 ნოემბერს, ფეისბუქზე უკრაინის ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ინფორმაცია გაავრცელა.

კიდევ 9 გემი მიემართება პორტებისკენ, რათა დაიტვირთონ, როგორც ამას სამინისტრო ამბობს. 

" 8 ნოემბერს, უკრაინის სოფლის მეურნეობის პროდუქციისთვის, პორტებში 7 გემი შევიდა. მათ შორისაა გემი Starvos, რომელიც ხორბლის ტრანსპორტირებას სასურსათო კრიზისში მყოფი იემენის მოქალაქეებისთვის მოახდენს"-აღნიშნულია განცხადებაში. 

უკრაინიდან პირველი გემის გასვლის შემდეგ, ექსპორტირებულია 10.1 მილიონი ტონა სოფლის მეურნეობის პროდუქცია, ხოლო უკრაინის პორტებიდან, სულ 435 გემი გავიდა აზიის, ევროპისა და აფრიკის ქვეყნებისის მიმართულებით.

კონტექსტი

29 ოქტომბერს რუსეთმა "მარცვლეულის შეთანხმებაში" მონაწილეობის შეჩერების შესახებ განაცხადა. ამის მიზეზად "შავი ზღვის ფლოტის გემებისა და სამოქალაქო გემების წინააღმდეგ განხორციელებული ტერორისტული აქტის" დასახელდა, რომლებიც "მარცვლეულის დერეფნის" უსაფრთხოების უზრუნველყოფაში მონაწილეობდნენ.

იმავე დღეს, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა, რუსეთის ეს გადაწყვეტილება "საკუთარ ობიექტებზე ფიქტიურ ტერორისტულ თავდასხმების მოწყობად" შეაფასა.

უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ, რუსეთმა უკრაინული სოფლის მეურნეობის პროდუქციის საზღვაო პორტებიდან ექსპორტი დაბლოკა.

მიმდინარე წლის მაისში, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, განაცხადა, რომ პორტებში 22 მილიონი ტონა მარცვლეული იყო დაბლოკილი, რომელიც ექსპორტზე უნდა გასულიყო.

მოგვიანებით, 22 ივლისს, თურქეთში ხელი მოეწერა შეთანხმებას უკრაინული მარცვლეულის საზღვაო ექსპორტის შესახებ. უკრაინამ დოკუმენტს ხელი თურქეთთან და გაეროსთან მოაწერა, იგივე გააკეთა რუსეთმაც.

ექსპორტის განბლოკვის შესახებ შეთანხმების მიღწევის შემდეგ, უკრაინული მარცვლეულით დატვირთულმა პირველმა გემმა, ოდესის პორტი, 1 აგვისტოს დატოვა.

მსგავსი სიახლეები