McDonald's უკრაინაში მუშაობას განაახლებს
McDonald's უკრაინაში მუშაობას განაახლებს. ამის შესახებ კომპანიამ 11 აგვისტოს ფეისბუქზე განაცხადა.
"ჩვენ გადავწყვიტეთ შემოგთავაზოთ ეტაპობრივი გეგმა რამდენიმე რესტორნის გახსნისთვის კიევსა და დასავლეთ უკრაინაში, სადაც სხვა ბიზნესები უსაფრთხოდ გაიხსნა. მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში, ჩვენ ვიმუშავებთ პარტნიორებთან, რათა აღვადგინოთ რესტორნების საკვების მიწოდების ქსელები, მოვამზადოთ რესტორნები მომხმარებლების მოსამსახურებლად, რესტორნის გუნდი და თანამშრომლები დავაბრუნოთ სამუშაო გარემოში და გვქონდეს გაუმჯობესებული პროცედურები და პროტოკოლები ჩვენი ხალხისა და მომხმარებლების დასაცავად." - ნათქვამია განცხადებაში.
კომპანიაში აღნიშნეს, რომ გადაწყვეტილების მიღებამდე მათ ხანგრძლივი კონსულტაციები გამართეს უკრაინელ ოფიციალურ პირებთან და უსაფრთხოების სპეციალისტებთან.
აღნიშნული ინფორმაცია ფეისბუქზე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრი კულებამაც გაავრცელა. მან აღნიშნა, რომ მისი სამინისტრო დიდი ხანია არწმუნებდა მაკდონალდსს, რომ განაახლონ მუშაობა.