მედვედევი: რუსეთი უკრაინას არასოდეს შეეშვება
რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ რუსეთი ყოველთვის ირძოლებს უკრაინის წინააღმდეგ.
"უკრაინის არსებობა სასიკვდილოდ საშიშია უკრაინელებისთვის. მე არ ვგულისხმობ მხოლოდ დღევანდელ მდგომარეობას, ბანდერას პოლიტიკურ რეჟიმს. მე ვსაუბრობ ნებისმიერ, აბსოლუტურად ნებისმიერ უკრაინაზე. რატომ? რუსეთის ისტორიულ ტერიტორიებზე დამოუკიდებელი სახელმწიფოს არსებობა საომარი მოქმედებების განახლების მუდმივი მიზეზი იქნება." - აღნიშნა მედვედევმა.
მედვედევი უკრაინას "კიბოვან წანაზარდს," "ხელოვნურ ქვეყანას" უწოდებს და აცხადებს, რომ რუსეთი არასოდეს ჩათვლის მის მთავრობას ლეგიტიმურად.
"ახალი ომის ალბათობა განუსაზღვრელი ვადით გაგრძელდება. თითქმის ყოველთვის. მეტიც, 100 პროცენტიანი ალბათობაა ახალი კონფლიქტის, მიუხედავად იმისა, უსაფრთხოების რომელ დოკუმენტს მოაწერს ხელს დასავლეთი, მარიონეტულ კიევის რეჟიმთან ერთად. ამას ვერ შეაჩერებს ვერც უკრაინის ასოცირება ევროკავშირთან და ვერც ამ ხელოვნური ქვეყნის ნატოში შესვლა, ეს შეიძლება მოხდეს 10 ან 50 წელიწადში." - თქვა მან.
მას ასევე სჯერა, რომ უკრაინელები, რომლებსაც ახლა რუსების სიკვდილი სურთ და რუსეთის ახლანდელი ხელისუფლება სძულთ, ერთ დღეს აირჩევენ არა ბრძოლას და სიკვდილს, არამედ "დიდ, საერთო სახელმწიფოში" ცხოვრებას.