ვითარებაზე კონტროლის დაკარგვის შემთხვევაში ხამენეის გეგმა რუსეთში გაქცევაა - Times
ირანის უმაღლეს სულიერ ლიდერს მზად აქვს რუსეთში გაქცევის გეგმა სამოქალაქო მღელვარების ზრდისა და ძალოვანი უწყებების დაუმორჩილებლობის შემთხვევაში.
ვითარების არსი: ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული The Times დასავლურ დაზვერვის მიერ მოპოვებულ დოკუმენტებზე დაყრდნობით წერს, რომელიც რედაქციის განკარგულებაში აღმოჩნდა.
- იმ შემთხვევაში თუ არმია და სხვა ძალოვანი უწყებები არ დაემორჩილებიან მის მითითებებს ხამენეი ქვეყნის დატოვებას თავისი უახლოესი გარემოცვის 20-მდე ადამიანთან ერთად ქვეყნის დაყოვებას გეგმავს.
- ეს მოიაზრებს როგორც უახლოეს თანაშემწეებს, ასევე უშუალოდ ხამენეის ოჯახის წევრებსაც, მათ შორის მის ვაჟს მოჯთაბას, რომელიც მამის პოსტზე ერთ-ერთ მემკვიდრედ განიხილება.
ჩაშლილად: გაზეთის ერთ-ერთი წყაროს ცნობით, ყველაზე სავარაუდოა, რომ ხამენეი რუსეთში გაიქცევა, რადგანაც "ის აღმართებს პუტინს და მიაჩნია, რომ რუსული კულტურა ირანულის მსგავსია."
- დასავლური დაზვერვების შეფასებით, ხამენეის გაქცევის გეგმა შთაგონებული ბაშარ ასადის მარშრუტით, რომელიც სირია გასული წლის დეკემბერში მისი რეჟიმის უეცარი კოლაფსის შემდეგ, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თვითმფრინავით დატოვა.
- "მათ უკვე აქვთ შედგენილი გაქცევის მარშრუტი თეირანიდან, აქტივების და ნაღდი ფულის შეგროვების გეგმა"- ამბობს The Times-სთან საუბარში ერთ-ერთი წყარო.
დიდი სურათი: წყაროების ცნობით, გასული წლის ზაფხულში ისრაელთან მომხდარი 12-დღიანი დამამცირებელი ომის შემდეგ ხამენეის მენტალური და ფიზიოლოგიური მდგომარეობა შესამჩნევად გაუარესდა.
- დროის დიდ ნაწილს ხამენეი უსაფრთხო ბუნკერებში ატარებს და იშვიათად ჩნდება საჯაროდ.
კონტექსტი: გასულ დღეებში ირანის უმსხვილესი ქალაქები მასშტაბურმა საპროტესტო აქციებმა მოიცვა, მათ შორის ქვეყნის რელიგიურ ცენტრად მიჩნეული, წმინდა ქალაქი ყომი.
- საპროტესტო დემონსტრაციების მიზეზი გაუარესებული ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობაა.
- დემონსტრაციების ჩასახშობად რეჟიმი საპოლიციო ძალებთან ერთად გუშაგთა კორპუსის პარამილიტარისტულ ფრთას, ბასიჯს იყენებს.
- დასავლური მედიების ცნობით, აქციების დაშლილას მოკლულია 10-ზე მეტი ადამიანი.