მედვედევის თქმით, უკრაინის დეოკუპირებული ტერიტორიები რუსეთს "დაუბრუნდება"

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა რუსებს Telegram-ით 11 ნოემბერს, ხერსონიდან რუსული ჯარების უკან დახევის დღეს მიმართა და მოუწოდა, რომ პანიკაში არ ჩავარდნენ.

"ტერიტორიული სუვერენიტეტის კონცეფცია ჩვენს ქვეყანაში არსად გამქრალა. ყველაფერი სახლში დაბრუნდება. რუსეთის ფედერაციაში. ყველა შეწუხებული ადამიანის განგაში სავსებით გასაგებია, მაგრამ ისტერიკა და პანიკა - არა. ნუ გაახარებთ ახლო და შორ მტერს. და ხშირად შეახსენეთ მას "რუსული სამყაროს" სიდიადე და უსასრულობა", - წერს მედვედევი.

კონტექსტი

9 ნოემბერს რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ გასცა ბრძანება ხერსონიდან და ხერსონის ოლქის მარჯვენა სანაპიროდან სამხედროების გაყვანის დაწყების შესახებ.

11 ნოემბერს უკრაინელი სამხედროები ხერსონში შევიდნენ. სოციალურ ქსელში გამოჩნდა ფოტოები და ვიდეოები, სადაც ხერსონის რეგიონისა და ხერსონის მაცხოვრებლები ქუჩებში გამოდიან უკრაინელ სამხედროებთან შესახვედრად.

14 ნოემბერს ხერსონში უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდმირი ზელენსკი ჩავიდა და ქალაქის ადმინისტრაციული შენობის წინ უკრაინის დროში აღმართვის ცერემონიას დაესწრო.

მსგავსი სიახლეები