მედვედევმა: ნატოსთან რუსეთის ომის საფრთხე უფრო რეალურია, ვიდრე ოდესმე
რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დიმიტრი მედვედევმა კვლავ განაცხადა, რომ რუსეთსა და ნატოს შორის ომის საფრთხე და მესამე მსოფლიო ომის დაწყება "ასეთი რეალური არასდროს ყოფილა."
"კუბის სარაკეტო კრიზისის შემდეგ არასოდეს ყოფილა ასე რეალური რუსეთსა და ნატოს შორის პირდაპირი შეტაკების საფრთხე, რომელიც მესამე მსოფლიო ომამდე მიგვიყვანს." - დაწერა მან Telegram-ზე.
მედვედევმა თავის პოსტში უკრაინას უწოდა "მეორადი სახელმწიფო, რომელიც კოლაფსის პროცესშია."
მან აღნიშნა, რომ აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს უკრაინელების დახმარება "პრიმიტიული შანტაჟის" მიზნით სურს, რათა "ნებისმიერი ფასად გააგრძელონ ომში ბიზნესის კეთება."
მედვედევმა ასევე თქვა, რომ სხვადასხვა ამერიკელი პრეზიდენტები, სხვადასხვა დროს რუსეთს ომის დაწყებით დაემუქრნენ.