მელიტოპოლის გატაცებული მერი სპეცოპერაციის შედეგად თავისუფალია - ზელენსკის ოფისი
ოკუპირებული მელიტოპოლის მერი, ივან ფიოდორვი, რომელიც რუს ოკუპანტებს ჰყავდათ გატაცებული თავისუფალია.
ამის შესახებ ზელენსკის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილემ, კირილ ტიმოშენკომ განაცხადა. ტიმოშენკო გავრცელებულ ვიდეოში ამბობს, რომ "ფიოდოროვის გათავისუფლების მიზნით ჩატარებული სპეცოპერაცია წარმატებით დასრულდა".
ჯერჯერობით უცნობია თუ რა ტიპის სპეცოპერაციაზეა საუბარი. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ფიოდოროვი ოკუპანტებმა ოკუპირებული ლუჰანსკის ტერიტორიაზე გადაიყვანეს, სადაც მას ტერორიზმის მუხლით გასამართლებას უპირებდნენ.
მასალა განახლებადია.