მელონი სენატში: მშვიდობის ერთადერთი გზა უკრაინის სამხედრო დახმარებაა
უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო შეთანხმების დაჩქარების ერთადერთი გზა არის უკრაინული მხარის სამხედრო საშუალებებით დახმარება. ამის შესახებ იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯა მელონიმ 26 ოქტომბერს სენატში გამოსვლისას განაცხადა.
პარლამენტის ზედა პალატამ მთავრობის ახალი შემადგენლობა და მელონის მიერ შემოთავაზებული პროგრამა დაამტკიცა. უკრაინის საკითხთან დაკავშირებით მან დაადასტურა, რომ დაიცავს წინა მინისტრთა კაბინეტის პოლიტიკას და მხარს დაუჭერს მას რუსეთთან ომში.
"მშვიდობის მიღწევა შესაძლებელია უკრაინის მხარდაჭერით... ეს არის ერთადერთი შანსი, რომ ჩვენ გვაქვს ორი მხარისთვის, რათა მოლაპარაკება შედგეს", - თქვა მან.
მან დასძინა, რომ იტალიის მიერ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება არ არის გადამწყვეტი ომის შედეგისთვის, მაგრამ ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია იტალიისთვის საერთაშორისო სანდოობის შესანარჩუნებლად.