მელონიმ და მაკრონმა უკრაინის შემდგომი მხარდაჭერა დაადასტურეს
იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯა მელონიმ და საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა სამშაბათს, პარიზში შეხვედრის შემდეგ, განაცხადეს, რომ რუსეთის სრულმასშტაბიანი ინტერვენციის ფონზე უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებენ.
ერთობლივ პრესკონფერენციაზე მელონიმ გაიხსენა უკრაინისთვის ფრანგულ-იტალიური საზენიტო სარაკეტო სისტემა SAMP/T-ს მიწოდება.
"ეჭვგარეშეა, რომ იტალია და საფრანგეთი გააგრძელებენ უკრაინის მხარდაჭერას მანამ, სანამ საჭირო იქნება, ყველა მიმართულებით. თუ ეს არ გავაკეთეთ, აღმოვჩნდებით არა მშვიდობის, არამედ ბევრად უფრო ქაოტურ სამყაროში, სადაც ჩვენს სახლს ომი უახლოვდება," - თქვა მან.
თავის მხრივ, საფრანგეთის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა იტალიელ კოლეგას უკრაინის დახმარების საკითხში მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის.
ჯორჯა მელონი პრემიერ-მინისტრად არჩევის შემდეგ პირველად ეწვია საფრანგეთს. სხვა საკითხებთან ერთად, ამ პერიოდში პარიზსა და რომს შორის ურთიერთობა რამდენიმეჯერ დაიძაბა მიგრაციის საკითხზე დავის და მისი მემარჯვენე შეხედულებების კრიტიკის გამო.
ამავდროულად, შეხვედრის შემდეგ, მელონიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ "იტალია და საფრანგეთი ორი მოკავშირე ქვეყანაა, ორი მნიშვნელოვანი სახელმწიფო, ცენტრალურები, ევროპის პროტაგონისტები, რომლებმაც ერთმანეთთან უნდა ისაუბრონ ამ დროს, როდესაც ჩვენი საერთო ინტერესები თანხვედრაშია."