მელონიმ და მორავიეცკიმ უკრაინისთვის უსაფრთხოების რეალური გარანტიების მიცემა მოითხოვეს
იტალია პოლონეთთან ერთად ითხოვს უკრაინისთვის უსაფრთხოების რეალური გარანტიების მიცემას. ეს განცხადება იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯა მელონიმ 5 ივლისს პოლონეთში ვიზიტისას გააკეთა.
პოლიტიკოსის თქმით, უკრაინისთვის მიცემული გარანტიები საიმედო მშვიდობის დამყარების უმთავრესი პირობაა.
"იტალიის და პოლონეთის პოზიციები არსებითად იდენტურია. ჩვენ სრულად ვეთანხმებით პოლონეთს უკრაინისთვის უსაფრთხოების რეალური გარანტიების აუცილებლობაზე, რაც ფუნდამენტური პირობაა ხვალინდელი სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად," - თქვა მელონიმ.
მან ასევე აღნიშნა, რომ იტალია, ისევე როგორც პოლონეთი, ემხრობა ევროკავშირის გაფართოებას უკრაინის, მოლდოვისა და ბალკანეთის ნახევარკუნძულის ქვეყნების მიღების გზით.
"მე არ მომწონს ამისთვის გაფართოების დარქმევა, არამედ გაერთიანება, რადგან ევროკავშირს არ აღვიქვამ როგორც კლუბს, სადაც ჩვენ ვწყვეტთ ვინ არის მისი ნაწილი და ვინ არა," - თქვა იტალიის პრემიერმა.
მორავიეცკიმ, თავის მხრივ, განაცხადა, რომ ლიეტუვაში ნატოს სამიტის წინა დღეს, მან და მისმა იტალიელმა კოლეგამ უსაფრთხოების საკითხები "ფართო გაგებით" განიხილეს.
"მალე ვილნიუსში ნატოს სამიტი გაიმართება. იქ პოლონეთი და იტალია ძალიან მსგავს, თუ არა იდენტურ პოზიციებს იკავებენ უკრაინისთვის უსაფრთხოების ყველაზე მყარი გარანტიების მიწოდებასთან დაკავშირებით." - თქვა მან.