მენცენმა პოლონეთის არჩევნების მეორე ტურში მხარი არცერთ კანდიდატს არ დაუჭირა

პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში მესამე ადგილზე გასულმა ულტრამმემარჯვენე კანდიდატმა (14.81%), პარტია კონფედერაციის ლიდერმა სლავომირ მენცენმა უარი თქვა მეორე ტურში გასული რომელიმე კანდიდატის მხარდაჭერაზე.
 
State Of Play: მისი თქმით, ის იმედგაცრუებულია დონალდ ტუსკის პარტიის კანდიდატის, რაფალ ჩასკოვკის გადაწყვეტილებით ხელი არ მოაწეროს მისი 10-პუნქტიანი დეკლარაციის არცერთ პუნქტს (რაც, მათ შორის, მოიცავს ნატოში უკრაინის გაწევრიანების გამორიცხვას), ამიტომ "აბსოლუტურად ვერ ხედავს მისი მხარდაჭერის მიზეზს."
  • ამავდროულად, მენცენმა მადლობა გადაუხადა იაროსლავ კაჩინსკის პარტიის მიერ მხარდაჭერილ ნაციონალისტ პოლიტიკოსს, კაროლ ნავროცკის მისი დეკლარაციის მხარდაჭერისთვის, მაგრამ აღნიშნა, რომ მას "სანდოობის პრობლემები აქვს" და მიანიშნა მისი ბიოგრაფიის სკანდალურ ეპიზოდებზე.
  • რამდენიმე დღის წინ პოლონურმა პორტალმა Onet-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქალაქ სოპოტის ელიტარულ სასტუმროში დაცვის თანამშრომელად მუშაობისას, ნავროცკი სასტუმროს სტუმრებისთვის სექსმუშაკების მიყვანაში იყო ჩართული.
  • "კონფედერაცია ვერასოდეს გახდება კანონისა და სამართლიანობის (იაროსლავ კაჩინსკის კონსერვატორული იდეოლოგიის პარტია - რედ.) ან პლატფორმის (დონალდ ტუსკის პარტია - რედ.) დანამატი. მე ვერ ვიქნები მათზე დამოკიდებული. მე შანტაჟს ვერ დავემორჩილები," - აღნიშნა მან.
  • მენცენმა თავის მხარდამჭერებს მოუწოდა ხმა ისე მისცენ, "როგორც სინდისი ეუბნებათ."
Big Picture: 2025 წლის 18 მაისს ჩატარებული პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ვარშავის პრო-ევროპელმა მერმა, ტუსკის პარტიის წევრმა რაფალ ჩასკოვსკიმ ხმების 31.36% მიიღო, ხოლო კანონისა და სამართლიანობის მხარდაჭერილმა კაროლ ნავროცკიმ - 29.54%.
  • საზოგადოებრივი აზრის კვლევებით, ჩასკოვსკი მცირე სხვაობით ლიდერობს, მაგრამ არჩევნების ბედს გადაუწყვეტელი მოქალაქეების არჩევანი და ორი კანდიდატის მხარდამჭერების აქტივობა გადაწყვეტს.

მსგავსი სიახლეები