მეორე "მრია" 30%-ით მზადაა, სამუშაოები საიდუმლო ლოკაციაზე მიმდინარეობს - "ანტონოვი"

უკრაინის სახელმწიფო საწარმო "ანტონოვი" მეორე Ан-225 "მრიას" აშენებს, რომელიც კიევის რეგიონში, გოსტომელში დამპყრობლების მიერ განადგურებულ თვითმფრინავს ჩაანაცვლებს. ამის შესახებ გერმანულ გამოცემა Bild-ს 7 ნოემბერს, "ანტონოვის" გენერალურმა დირექტორმა ევგენი გავრილოვმა განუცხადა.

"ახალ თვითმფრინავზე მუშაობა საიდუმლო ადგილას მიმდინარეობს. მეორე Ан-225 უზრუნველყოფილი იქნება როგორც ახალი ნაწილებით, ასევე განადგურებული თვითმფრინავის [გოსტომელში] ნაწილებით", - განაცხადა გავრილოვმა.

მან აღნიშნა, რომ მეორე "მრია", რომლის მშენებლობაც თავის დროზე არ დასრულებულა, უკვე 30%-ით მზადაა. სამუშაოების ღირებულება 500 მილიონი ევროა.

Bild წერს, რომ მეორე "მრიასთვის" თანხა, მათ შორის ლაიფციგის/ჰალეს საერთაშორისო აეროპორტში გროვდება, სადაც ავიაკომპანია "ანტონოვი" დროებით არის დაფუძნებული და სადაც პირველი უკრაინული "მრია" ხშირად დაფრინავდა, სანამ ის დამპყრობლების თავდასხმის დროს განადგურდებოდა.

მსგავსი სიახლეები