მერკელი ამბობს, რომ არ ნანობს რუსული გაზის შეძენას

გერმანიის ყოფილმა კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ მართებულად მიიჩნევს თავის გადაწყვეტილებებს რუსეთიდან გაზის შესყიდვასთან დაკავშირებით, როდესაც ის მთავრობას ხელმძღვანელობდა. ამის შესახებ მან 13 ოქტომბერს ლისაბონში Calouste Gulbenkian Foundation-ის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე განაცხადა, იუწყება DW.

გერმანიის კანცლერობისას მერკელმა გადაწყვიტა ფსონი დადო რუსეთიდან იაფ ბუნებრივ აირზე გერმანიის ახალი ენერგეტიკული პოლიტიკის კონტექსტში და ამას არ ნანობს.

"ტრანსფორმაციის პერიოდში ცხადი იყო, რომ ჩვენ გვჭირდებოდა ბუნებრივი აირი, რათა ერთ დღეს, რა თქმა უნდა, მთლიანად გადავიდეთ ენერგიის ნახშირორჟანგისგან თავისუფალ ფორმებზე. ჩვენ ყოველთვის ვმოქმედებთ იმ დროში, რომელშიც ვიმყოფებით", - თქვა ყოფილმა კანცლერმა. 

მისი თქმით, იმ დროს გონივრული და გასაგები იყო რუსეთიდან გაზის მიღება, რომელიც უფრო იაფი იყო, ვიდრე თხევადი ბუნებრივი აირი მსოფლიოს სხვა რეგიონებიდან, როგორიცაა შეერთებული შტატები, საუდის არაბეთი ან კატარი.

მსგავსი სიახლეები