მიშელი: არსებული სანქციები საკმარისი არ არის
რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები საკმარისი არ არის, ამიტომ ევროკავშირი მუდმივად მუშაობს რუსეთზე სანქციებით ზეწოლის გაზრდაზე. ამის შესახებ ევროპული საბჭოს ხელმძღვანელმა შარლ მიშელმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ კიევში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
"ჩვენ უნდა მოვახდინოთ ზეწოლა კრემლის რეჟიმზე, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება კონკრეტულ ღონისძიებებზე. ეს საკმარისი არ არის, ამიტომ მუდმივად ვმუშაობთ წნეხის გაზრდაზე. დღეს ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა შეგვევსო დეტალები და დამატებითი ელემენტები, რათა შეგვეძლოს წინადადებები შევთავაზოთ ევროპულ საბჭოს და შევძლოთ რუსეთზე მაქსიმალური ზეწოლის შენარჩუნება", - განაცხადა მან.
ზელენსკიმ იმავე პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ უკრაინა რუსულ ნავთობსა და გაზზე სრული ემბარგოს დაწესებას ითხოვს.
"მეჩვენება, რომ ევროკავშირის ქვეყნები მზად არიან ნავთობზე ემბარგო დააწესონ." - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.