მიშუსტინი: ჩვენ დონეცკისა და ლუჰანსკის აღიარებისთვის მრავალი თვე ვემზადებოდით
"ჩვენ მრავალი თვის განმავლობაში ვემზადებოდით დონეცკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკების აღიარების შემდგომი შესაძლო რეაქციისთვის," - თქვა რუსეთის პრემიერ-მინისტრმა მიხეილ მიშუსტინმა.
მისი თქმით, რესპუბლიკების აღიარებასთან დაკავშირებული შესაძლო რისკები უკვე შესწავლილია.
მანამდე ლუჰანსკის თვითგამოცხადებული სახალხო რესპუბლიკის ხელმძღვანელმა ლეონიდ პასეჩნიკმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღიარებისკენ მოუწოდა.
მსგავსი მიმართვა დონეცკის თვითგამოცხადებული სახალხო რესპუბლიკის ხელმძღვანელმა დენის პუშლინმაც გაავრცელა.