მიშუსტინი: რუსეთი უცხოელებს აქტივების გაყიდვას დროებით აუკრძალავს
რუსეთი დროებით შეზღუდვებს დაუწესებს უცხოელ ინვესტორებს, რომლებიც ცდილობენ რუსული აქტივებიდან გასვლას. რუსეთის პრემიერ-მინისტრის მიხაილ მიშუსტინის თქმით, ხელისუფლების მიზანია უზრუნველყოს არა პოლიტიკური ზეწოლით, არამედ გააზრებული გადაწყვეტილების მიღება.
"ამჟამინდელი სანქციების პირობებში უცხოელი მეწარმეები იძულებულნი არიან იხელმძღვანელონ არა ეკონომიკური ფაქტორებით, არამედ მიიღონ გადაწყვეტილებები პოლიტიკური ზეწოლის ქვეშ", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე.
მიშუსტინს დეტალებზე არ უსაუბრია.
ეს რუსეთის მთავრობის მიერ დასავლეთის სანქციების საპასუხოდ მიღებული ბოლო გადაწყვეტილებაა.