მიტროპოლიტი ეპიფანე: რუსეთის გავლენის გამო საქართველო უკრაინის ავტოკეფალიას არ აღიარებს
რუსეთი საქართველოს ეკლესიაზე ზეწოლას ახორციელებს, რათა მათ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია არ ცნონ. ამის შესახებ უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის მიტრიპოლიტმა ეპიფანემ Радіо Свобода-სთან ინტერვიუში განაცხადა.
ეპიფანეს თქმით, უკრაინა საქართველოსგან ავტოკეფალიის აღიარებას ელის.
"ჩვენ ვიცდით. პროგრესი არის, მაგრამ ბევრი ეკლესია იცდის. უკრაინელებს მეგობრული, კარგი ურთიერთობა გვაქვს ქართველებთან. მე ბევრი ქართველი მეუბნება: 'რატომ არ უღიარებია ჩვენ ეკლესიას უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია?' რამდენადადც ჩვენ გვესმის და ვიცით, იქ რუსეთის ფედერაციის გავლენა დიდია, არის შანტაჟი, რომ თუ უკრაინის ავტოკეფალიას აღიარებენ, მაშინ რუსეთი საბოლოოდ წაიღებს აფხაზეთს, რომელიც ამჟამად ოკუპირებულია. მაგრამ ეს დრო [აღიარების] აუცილებლად მოვა." - თქვა მიტროპოლიტმა.
ეპიფანემ აღნიშნა, რომ უკრაინისთვის ავტოკეფალიის მინიჭებიდან მხოლოდ სამი წელი გავიდა, რაც მცირე დროა ეკლესიის ისტორიისთვის.