მოლდოვამ ევროკავშირის წევრობაზე პირველი კითხვარი შეავსო
მოლდოვამ ევროკავშირში წევრობის თვითშეფასების კითხვარის პირველი ნაწილის შევსება დაასრულა.
შევსებული დოკუმენტი პრემიერ-მინისტრმა ნატალია გავრილიცამ კიშინიოვში ევროკავშირის ელჩს, იანის მაზეიკს გადასცა.
„მოლდოვის ევროკავშირში ინტეგრაცია...ჩვენი თაობის პროექტია. ეს გვირაბის ბოლოს ნათელია, რომლისკენაც უნდა ვისწრაფოდეთ და რაშიც მონაწილეობა მთელმა საზოგადოებამ უნდა მიიღოს“, - განაცხადა პრეზიდენტმა მაია სანდუმ.
კითხვარი წევრობის მსურველმა ქვეყანამ 11 დღის წინ ევროკომისიისგან მიიღო.
ანალოგიური დოკუმენტი წევრობის ორ სხვა მსურველ ქვეყანას - საქართველოს და უკრაინასაც გადაეცათ.
უკრაინამ ევროკომისიას შევსებული კითხვარი 18 აპრილს გადაუგზავნა.