მოლდოვის პრემიერმა განაცხადა, რომ აუცილებელია დნესტრისპირეთის დემილიტარიზაცია

მოლდოვის პრემიერ-მინისტრმა დორინ რეჩანმა განაცხადა, რომ საჭიროა დნესტრისპირეთის დემილიტარიზაცია, რუსული ჯარები უნდა განდევნონ იქიდან, რის შემდეგაც საჭირო იქნება მოქალაქეების ეკონომიკური და სოციალური ინტეგრაცია. ამის შესახებ 19 თებერვალს tv8.md იტყობინება.

"ჩვენ გვჭირდება ფუნდამენტური მიღწევა, დემილიტარიზაცია, ამის შემდეგ ყველაფერი დანარჩენი მოხდება, იქ მყოფი ჩვენი მოქალაქეების ეკონომიკური და სოციალური ინტეგრაცია ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ დემილიტარიზაცია წინა პლანზეა. ეს რამდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული, მაგრამ რაღაც მომენტში მოგვარდება. ჩვენ ვართ გეოპოლიტიკური ტექტონიკური მოძრაობების პერიოდში და ამ პირობებში, დარწმუნებული ვარ, ყველა მხარე მიხვდება, რომ ეს უნდა გაკეთდეს", - განაცხადა რეჩანმა.

მან აღნიშნა, რომ მოლდოვაში ჰიბრიდული ომი მიმდინარეობს და მოსკოვი ცდილობს შეაჩეროს ქვეყანაში დემოკრატიული პროცესები და ევროპული კურსი.

"ვერ ვიტყვით, რომ საფრთხე არ არის რეალური, რომ არ გვჭირდება ქვეყნის დასაცავად შესაძლებლობების გაძლიერება, ჩვენ გამოვაცხადეთ ნეიტრალიტეტი, მაგრამ თუ ვინმე შეეცდება ჩვენზე თავდასხმას, რას ვიზამთ, ავიღეთ ჩანთებს და გავიქცევით? საფრთხის იგნორირება და საზოგადოების შეცდომაში შეყვანა, რომ ეს საფრთხეები არ არსებობს, უპასუხისმგებლობაა." - თქვა მოლდოვის პრემიერმა.

მსგავსი სიახლეები