რუსეთმა მოლდოველი მღვდლები მოისყიდა და ანტი-დასავლური პროპაგანდის გავრცელება დაავალა

რუსეთმა მოლდოვის მართლმადიდებლური ეკლესიის ათეულობით მღვდელი მოისყიდა და ფულის სანაცვლოდ მათ ანტი-დასავლური პროპაგანდის გავრცელება დაავალა - მიზანი მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებზე პრო-ევროპული ძალების დასუსტებაა. 

ვითარების არსი: ინფორმაციას ამის შესახებ ვითარებაში გაცნობიერებულ წყაროებზე დაყრდნობით საინფორმაციო სააგენტო Reuters ავრცელებს

  • წყაროების ცნობით, მოსკოვის საპატრიარქოსთან დაკავშირებულმა სტრუქტურებმა დააორგანიზოს მოლდოველი მღვდლების მოგზაურობა მოსკოვში, სადაც მათ საბანკო ბარათები გადასცეს. 

  • ფულადი ანაზღაურების სანაცვლოდ სასულიერო პირებს უნდა შეექმნათ თავიანთი მრევლის ტელეგრამ არხები, რომელშიც გაავრცელებდნენ გზავნილებს, რომ ევროკავშირში ინტეგრაცია საფრთხეს უქმნის "ტრადიციულ მოლდოვურ ფასეულობებს" და იწვევს "კოლექტიური მორალის დეგრადაციას."

ჩაშლილად: წყაროების ცნობით, ჯამურად სასულიერო პირებთან ერთად რამდენიმე ასეული ადამიანი იმყოფებოდა, სადაც მათ 10 ათასი რუბლის მოცულობის ვაუჩერი გადასცეს, რომლის განაღდებასაც მოსკოვის საპატრიარქოს რელიგიურ მაღაზიებში შეძლებდნენ. 

  • მოლდოვაში დაბრუნების შემდეგ, მოსკოვში მიღებულ საბანკო ბარათებზე სასულიერო პირებზე 1.200 დოლარი დაერიცხათ. 

  • გასული წლის განმავლობაში მოლდოვის მართლმადიდებლური ეკლესიის სასულიერო პირებმა 86 ტელეგრამ არხი შექმნეს - ამ რესურსებზე გავრცელებული გზავნილები იდენტურია იმ დავალებისა, რაც Reuters-ის ინფორმაციით მღვდლებმა მოსკოვში მიიღეს. 

კონტექსტი: 28 სექტემბერს მოლდოვაში მნიშვნელოვანი საპარლამენტო არჩევნები გაიმართება - პრეზიდენტ მაია სანდუსთან დაკავშირებული პრო-ევროპული პარტია "ქმედება და  სამართლიანობის" მთავარი მოწინააღმდეგე ევროკავშირში ინტეგრაციის მოწინააღმდეგე პრო-რუსი სოციალისტების საარჩევნო ბლოკი "ალტერნატივაა."

მსგავსი სიახლეები