Reuters: მადუროს ვიცე-პრეზიდენტი, დელსი როდრიგეზი რუსეთში იმყოფება
ნიკოლას მადუროს ვიცე-პრეზიდენტი, დელსი როდრიგეზი ამ დროისთვის რუსეთში იმყოფება - წყაროს ცნობით, როდრიგეზი მოსკოვში იმყოფებოდა მადუროს დაპატიმრების მომენტშიც.
ვითარების არსი: როდრიგეზის ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაციას თავის წყაროებზე დაყრდნობით საინფორმაციო სააგენტო Reuters ავრცელებს.
- საყურადღებოა, რომ ვენესუელას კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტის არაქმედუუნარობის შემთხვევაში საპრეზიდენტო უფლებამოსილება სწორედ ვიცე-პრეზიდენტმა უნდა შეასრულოს.
- წყაროს ცნობით, ჯერჯერობით კარაკასში იმყოფება როდრიგეზის ძმა, ხორხე, რომელიც პარლამენტის სპიკერის პოსტს იკავებს.
წინარეისტორია: როდრიგეზი გასულ 24 საათში საჯაროდ არ გამოჩენილა, მადუროს დაპატიმრების შემდეგ გავრცელდა მისი ხმოვანი შეტყობინება, რომელშიც ის ამბობდა, რომ მისთვის უცნობია მადუროს ადგილმდებარეობა და ტრამპს მოუწოდა წარმოედგინა მტკიცებულება, რომ "პრეზიდენტი და მისი ცოლი ცოცხლები არიან."
- New York Times-ის ცნობით, ჯერჯერობით ვენესუელაში რჩებიან თავდაცვის მინისტრი ვლადიმირ პადრინო ლოპეზეი და შინაგან საქმეთა მინისტრი, დიოსდადო კაბელო.
დიდი სურათი: ცოტა ხნის წინ დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ გასულ დღეებში მადურო მოლაპარაკებას სთავაზობდა, თუმცა "უკვე დაგვიანებული იყო."
- ტრამპმა ასევე, დაადასტურა, რომ მადუროსა და მის ცოლს შეერთებულ შტატებში გაასამართლებენ.
სიღრმისეულად: CIA-ის მადუროს გარემოცვაში წყარო ჰყავდა, რომელიც მისი ლოკაციის დადგენაში დაეხმარა