CIA-ის მადუროს გარემოცვაში წყარო ჰყავდა, რომელიც მისი ლოკაციის დადგენაში დაეხმარა
ამერიკის ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოს (СIA) ჰყავდა წყარო ნიკოლას მადუროს უახლოეს გარემოცვაში, რომელიც უწყებას ვენესუელას დიქტატორის ადგილსამყოფელის დადგენაში დაეხმარა.
ვითარების არსი: ინფორმაციას ამის შესახებ თავის წყაროებზე დაყრდნობით New York Times ავრცელებს.
- გაზეთის ცნობით, წყარო ცოცხალ რეჟიმში აწვდიდა ინფორმაციას ამერიკის სპეციალურ სამხედრო დანაყოფებს როგორც გასული დღეების განმავლობაში, ასევე უშუალოდ დიქტატორის დაპატიმრების მომენტამდე.
ჩაშლილად: წყაროების ცნობით, სწორედ ცენტრალურმა სადაზვერვო სააგენტომ წარმოადგინა კრიტიკული ინფორმაცია, რაც საბოლოოდ მადუროს დაპატიმრებით დასრულდა - СIA ეყრდნობოდა ე.წ. უჩინარი (Stealth) დრონების მიერ შეგვროვებულ ცნობებს, რომლებიც პრაქტიკულად უწყვეტ რეჟიმში აკვირდებოდნენ მთელ ქვეყანას, ასევე თავისი წყაროებისგან მიღებულ ინფორმაციას.
- ჯერჯერობით უცნობია თუ როდის და რა პირობებზე გადაიბირა სააგენტომ წყარო მადუროს უახლოესი გარემოცვიდან, თუმცა წყაროების ცნობით, ძალისხმევას ხელი შეუწყო სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ მადუროს დაკავებაზე დაწესებულმა 50 მილიონ დოლარიანმა ჯილდომ.
სტრიქონებს შორის: გასული წლის იანვარში კონგრესში გამართულ მოსმენაზე ჯერ კიდევ დირექტორობის კანდიდატმა, ჯონ რეტკლიფმა განაცხადა, რომ მისი ხელმძღვანელობით СIA უფრო გაბედულად და ეფექტურად იმოქმედებდა.
- მიმდინარე წლის ნოემბერში ცენტრალურმა სადაზვერვო სააგენტომ პრეზიდენტ ტრამპისგან ვენესუელაში ფარული ოპერაციების ჩატარების ნებართვა მიიღო.
- წყაროების ცნობით, მადუროს დაპატიმრება სააგენტოსა და არმიის სპეციალურ დანაყოფებს შორის მჭიდროდ კოორდინირებული თანამშრომლობის შედეგია, რომელშიც СIA-ის კრიტიკული როლი ჰქონდა, თუმცა საბოლოოდ ოპერაციას სამართალდამცველი უწყებების მანდატით ჩატარდა.
დაეწიე ამბავს: დილის საათებში დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ნიკოლას მადურო ცოლთან ერთად დაპატიმრებულია და გაყვანილი ქვეყნიდან.
- ამერიკელი პრეზიდენტის განცხადებას რეჟიმის ინფრასტრუქტურაზე განხორციელებული მასშტაბური საჰაერო დარტყმები უძღოდა წინ.
სიღრმისეულად: აშშ-მ კარაკასზე საჰაერო დარტყმები მიიტანა, მადურო დაპატიმრებულია - ბოლო ცნობები