მოლდოვის პრეზიდენტმა რუსეთის მიერ ოდესის პორტის დაბომბვა დაგმო
მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ რუსეთის მიერ ოდესის რეგიონში საპორტო ინფრასტრუქტურის დაბომბვას გამოეხმაურა.
სანდუმ აღნიშნა, რომ ის მკაცრად გმობს რუსეთის სასტიკ თავდასხმას ოდესის რეგიონის ინფრასტრუქტურაზე.
"რუსეთი პასუხისმგებელია ყველა განადგურებულ ინფრასტრუქტურულ ობიექტზე. ჩემი ფიქრები ყველა დაზარალებულთანაა. მოლდოვა მტკიცედ დგას უკრაინის მხარეს." - წერს მოლდოვას პრეზიდენტი.
3 სექტემბრის ღამეს რუსებმა 25 Shahed-136/131-ის დრონით შეუტიეს ოდესის რეგიონის სამხრეთს.
უკრაინის საჰაერო ძალებმა 22 უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს.
საპორტო ინფრასტრუქტურაზე დარტყმების შედეგად ხანძარი გაჩნდა, რომელიც მეხანძრეებმა სწრაფად ჩააქრეს, დაშავდა ორი მშვიდობიანი მოქალაქე.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ კვირას განაცხადა, რომ ოდესის რეგიონის რენის პორტში საწვავის საცავს უპილოტო საფრენი აპარატები დაესხნენ თავს.
რენის პორტი რუმინეთთან უკრაინის საზღვარზე, მოლდოვას საზღვრიდან არც თუ ისე შორს მდებარეობს.