მონასტირსკი: უკრაინელ მზვერავებს კონტაქტი აქვთ დატყვევებულ აზოველებთან
უკრაინის ეროვნული გვარდიის აზოვის პოლკის სამხედრო მოსამსახურეებთან, რომლებმაც დატოვეს აზოვსტალი, კომუნიკაცია აქვს უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარ სადაზვერვო სამმართველოს. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა დენის მონასტირსკიმ 3 ივნისს განაცხადა.
"დღეს აზოვის პოლკის დატყვევებულ ჯარისკაცებთან კომუნიკაცია აქვთ ჩვენი დაზვერვის ოფიცრებს თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოდან. სწორედ მათგან ვიღებთ მეტ ინფორმაციას: პატიმრობის პირობების, კვებისა და მათი გათავისუფლების შესაძლებლობის შესახებ. ყველამ ვიცით, რომ ისინი აქ, კიევში, აუცილებლად დაბრუნდებიან და ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ", - განაცხადა მან.
მინისტრმა სხვა დეტალებზე არ ისაუბრა, თუმცა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აზოვსტალის დაცვა უკრაინის ისტორიაში ერთ-ერთი გმირული ფურცელია.
ეროვნული გვარდია არის ძალოვანი ფუნქციების მქონე სამხედრო ნაწილი, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს შემადგენლობაში შედის.
რუსეთის ფედერაციასთან ტყვეების გაცვლაში უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველო და უკრაინის უშიშროების სამსახური არიან ჩართული.