მოსადმა ირანში დრონების ბაზა შექმნა, საიდანაც ირანულ საჰაერო თავდაცვის სისტემებს დაარტყა - TOI

The Times of Israel-ის ცნობით, ისრაელი წლების განმავლობაში ამზადებდა ირანის ბირთვული და სარაკეტო პროგრამების წინააღმდეგ ოპერაციას. მათ შორის ის მოიცავდა ირანში დრონების ბაზის მშენებლობასა და ქვეყანაში ზუსტი შეიარაღების შეტანასა და კომანდოსების შეყვანას.

State Of Play: ოპერაცია ისრაელის თავდაცვის ძალებიმა და მოსადმა ერთობლივად დაგეგმეს.

  • ისრაელელმა მაღალჩინოსამა გამოცემას განუცხადა, რომ მოსადის აგენტებმა თეირანის მახლობლად ირანის ტერიტორიაზე დრონების ბაზა მოაწყვეს. დრონები ღამით ამოქმედდა და ირანულ საჰაერო თავდაცვის სისტემებს მათი გამოყენებით დაარტყეს.
  • გარდა ამისა, ირანში ეს შეარაღება კონტრაბანდულად შეჰქონდათ.
  • დრონების დარტყმით ირანის საჰაერო თავდაცვა განადგურდა და ისრაელის ავიაციას ჰაერში სრული ბატონობა და ირანულ ობიექტებზე მოქმედების თავისუფლება მისცა.
  • მესამე საიდუმლო კომპონენტი იყო მოსადის კომანდოსების მიერ ცენტრალურ ირანში, ჰაერსაწინააღმდეგო ობიექტებთან ახლოს მაღალი სიზუსტის რაკეტების განთავსება.
  • ოპერაცია ეფუძნებოდა "ინოვაციურ აზროვნებას, გაბედულ დაგეგმვასა და მოწინავე ტექნოლოგიების, სპეციალური დანიშნულების რაზმებისა და აგენტების ქირურგიულ ოპერაციებს, რომლებიც მოქმედებდნენ ირანის შუაგულში და ამავდროულად ადგილობრივი დაზვერვისგან დაფარულად მოქმედებნენ," - აცხადებს ისრაელელი მაღალჩინოსანი The Times of Israel-თან.

Big Picture: დღეს დილით, ისრაელმა ირანის წინააღმდეგ მასშტაბური საჰაერო ოპერაცია დაიწყო. დაიბომბა ირანის რევოლიციური გუშაგთა კორპუსის შტაბ-ბინა, ბირთვული ობიექტები და საჰაერო თავდაცვის სისტემები.

  • ირანის ნახევრად ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო "ფარსის" ცნობით, ისრაელის საჰაერო დარტყმის შედეგად მოკლულია ირანის შეიარაღებული ძალების მეთაური, მოჰამედ ბაგერი.
  • გარდა ამისა, ირანის სახელმწიფო მედია ადასტურებს, რომ ისრაელის საჰაერო დარტყმის შედეგად მოკლულია ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მეთაური, ჰოსეინ სალამი.
  • ისრაელის თავდაცვის ძალების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ისრაელის ავიადარტყმების შედეგად მნიშვნელოვნად დაზიანდა ირანის ნატანცის ბირთვული ობიექტი.
  • ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა, ბრიგადის გენერალმა ეფი დეფრინმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ისრაელის საჰაერო ძალების 200-ზე მეტი თვითმფრინავი მონაწილეობდა დღეს დილით ირანის დაბომბვაში.
  • მისი თქმით, საჰაერო დარტყმების დროს გამანადგურებლებმა 330-ზე მეტი ბომბი ჩამოაგდეს დაახლოებით 100 სამიზნეზე.
  • ისრაელის თავდაცვის ძალების შტაბის უფროსმა, გენერალ-ლეიტენანტი ეიალ ზამირმა განაცხადა: "გაფრთხილებთ, რომ ყველა, ვინც ჩვენს გამოწვევას შეეცდება, მძიმე ფასს გადაიხდის."

მსგავსი სიახლეები