"მტერმა გვაჯობა" - ЗСУ-მ სავარაუდოდ რუსეთის დაცვის ხაზისპირა სოფელი დაიკავა

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ზაპორიჟიისა და დონეცკის ოლქის საზღვარზე სავარაუდოდ დასახლება უროჟაინოე გაათავისუფლა.

ურაჟაინოე ფრონტის ამ მონაკვეთზე, რუსეთის თავდაცვის ძირითად ხაზთან მდებარე დასახლებაა, საიდანაც ოკუპანტების ძირითად გამაგრებულ ხაზამდე მანძილი 10-12 კილომეტრია.

ურაჟაინოეში უკრაინის შეიარაღებული ძალების ყოფნა დასტურდება ვერიფიცირებული ვიდეო და ფოტო მასალით. სოფლის ირგვლივ ბრძოლები მას შემდეგ გააქტიურდა, რაც უკრაინელმა მებრძოლებმა მეზობელი სტარომაიორსკოე დაიკავეს. 

გასული დღეების განმავლობაში სოფელში განვითარებული მძიმე ბრძოლების შესახებ იტყობინებოდნენ Z-ბლოგერები - ე.წ. სამხედრო კორესპონდენტები ადასტურებდნენ, რომ დასახლების ჩრდილოეთ ნაწილს უკრაინელი მებრძოლები აკონტროლებდნენ. 

როგორც ჩანს ბოლო 24 საათში უკრაიანის არმიის წინსვლის ტემპმა იმატა. ამაზე მეტყველებს Z-ბლოგერების რეაქციაც. "მოწინააღმდეგემ მოგვიგო, ჩვენ ვკარგავთ ურაჟაინოეს. რამდენიმე დღის განმავლობაში ჩვენ ვაკავებთ მტრისგან მომავალ წნეხს, მაგრამ სადღაც ჩავარდნა მოხდა. კიდევ ვიგერიებთ შეტევებს, მაგრამ ვითარება უარესდება",- წერს ფრონტის ამ მონაკვეთზე მოქმედი ბატალიონ Восток-ის წარმომადგენელი. 

ამავე შეტყობინების მიხედვით, უკრაინელები უკვე შეეცადნენ დასახლების მთავარ ადმინისტრაციულ შენობაზე დროშის აღმართვას. 

კონტექსტი 

კონტრიერიშის დაწყების შემდეგ უკრაინისთვის ფრონტის ეს მონაკვეთი ყველაზე წარმატებულია - ე.წ. ვრემიევსკის შვერილზე უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 4 ივნისის შემდეგ 7 დასახლება გაათავისუფლა.

მსგავსი სიახლეები