ნატო: ბახმუტში რუსეთმა ხუთჯერ მეტი ჯარისკაცი დაკარგა, ვიდრე უკრაინამ

ნატოს სადაზვერვო სტრუქტურების ცნობით, ბახმუტთან რუსეთმა ხუთჯერ უფრო მეტი ჯარისკაცი დაკარგა, ვიდრე უკრაინამ, თუმცა მათი დანაკარგების არსებითია. 

ინფორმაციას ამის შესახებ CNN საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. 

ტელეარხის ცნობით, ამგვარ დასკვნამდე სადაზვერვო უწყებები სხვადასხვა მონაცემების ანალიზის საფუძველზე მივიდნენ. ჯერჯერობით უცნობია, რუსეთის დანაკარგების კონკრეტული ოდენობა, თუმცა ვაშინგტონის ცნობით, მხოლოდ ბოლო 2 თვის განმავლობაში უკრაინელმა მებრძოლებმა 9 ათასი ვაგნერელი გაანადგურეს. 

კონტექსტი

უკრაინის პოლიტიკური და სამხედრო ხელმძღვანელობდა გასულ კვირებსა და თვეებში ღიად ამბობდა, რომ ქალაქისთვის ბრძოლის პროცესში რუსეთის არმიას სერიოზული ზიანი მიადგა და სწორედ ეს იყო ЗСУ-ს ძირითადი ამოცანა. 

მსგავს დასკვნას აკეთებენ ომის შესწავლის ინსტიტუტშიც (ISW) - ამერიკელი სამხედრო ექსპერტების ცნობით, ქალაქისთვის გაჭიანურებულმა ბრძოლებმა და დიდმა დანაკარგებმა მკვეთრად შეზღუდა რუსეთის შემტევი პოტენციალი ფრონტის სხვა მონაკვეთებზე. 

"მაღალი ალბათობით, მომდევნო თვეებში რუსებს გაუჭირდებათ შემტევი იერიშების წამოწყებას რაც უკრაინას მისცემს შანსს დაიბრუნოს ინიციატივა",- ნათქვამია ინსტიტუტის უკანასკნელ მიმოხილვაში. 

მსგავსი სიახლეები