ნავალნი: პროპაგანდისტები უნდა გასამართლდნენ როგორც სამხედრო დამნაშავეები

რუსი ოპოზიციონერი და ვლადიმირ პუტინის კრიტიკოსი ალექსეი ნავალნი, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში, კერძოდ კი ბუჩაში ჩადენილ სამხედრო დანაშაულებს გამოეხმაურა. 

თავის ფეისბუკზე გამოქვეყნებულ პოსტში ნავალნი ჰყვება თუ როგორ გაიგო ბუჩაში მომხდარი ტრაგედიის შესახებ რუსეთის პირველი არხის ეთერიდან.

"პირველი არხის წამყვანმა ყველაფერი აგვიხსნა: პროვოკაცია მოამზადა ნატომ, ეს მზადდებოდა დიდი ხნის განმავლობაში და უმაღლეს დონეზე. უკვე დიდი ხანია პუტინის პროპაგანდა აღარ არის ინსტრუმენტი, ისინი ომის გამჩაღებლები და წამქეზებლები არიან და ამ დროის განმავლობაში, დამოუკიდებელ პარტიად ჩამოყალიბდნენ. ისინი მოითხოვენ ომის გაგრძელებას გამარჯვებამდე, ხოლო ომის გამჩაღებლებთან იგივე დამოკიდებულება უნდა გვქონდეს, რაც სამხედრო დამნაშავეებთან."

რუსი ოპოზიციონერი წერს, რომ აუცილებელია, დასავლეთმა მკაცრი სანქციები დაუწესოს რუსეთის პროპაგანდისტული მანქანის მესვეურებს, მათ შორის ალინა კაბაევასაც, რომელიც, ნავალნის თქმით, პუტინთან სასიყვარულო ურთიერთობები აკავშირებს. 

მსგავსი სიახლეები