ნავალნის თანამებრძოლს 9 წლიანი პატიმრობა ციმბირში შეუფარდეს

რუსეთის სასამართლომ ალექსეი ნავალნის შტაბის ყოფილ უფროსს ქსენია ფადეევას 9 წლიანი პატიმრობა შეუფარდა, მიზეზი "ექსტრემისტული საქმიანობა" და "არაკომერციულ ორგანიზაციაში მუშაობაა, რომელიც არღვევს მოქალაქეების უფლებებს."

პატიმრობს გარდა, ფადეევას სასაამრთლომ ფინანსური სასჯელიც დააკისრა. 

"ამ სასამართლოს არაფერი აქვს საერთო სამართლიანობასთან,"- განაცხადა დაკავებულის ადვოკატმა, პროცესის დასრულების შემდეგ. მისი თქმით, დაცვის მხარეს მტკიცებულებების გაცნობის საშუალება არ ჰქონია. 

ქსენია ფადეევა, რომელიც ტომსკის საქალაქო დუმის დეპუტატია, პირველად 2021 წელს დააკავეს, მას შემდეგ რაც ნავალნის პოლიტიკური ჯგუფი ექსტრემისტულ მოძრაობად გამოცხადდა, ხოლო თავად  ტერორისტების სიაში შეიყვანეს. 

მისი საქმის განხილვა მიმდინარე წელს, დახურულ კარს მიღმა დაიწყო. ოქტომბერში, აღმკვეთი ღონისძიება გარკვეული საქმიანობების აკრძალვიდან - შინაპატიმრობით შეიცვალა, ხოლო უკვე 13 ნოემბერს, იგი წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს. 

ბრალის წაყენება მისთვის მას შემდეგ მოხდა, რაც ალექსეი ნავალნიმ, ციხიდან, საპრეზიდენტი კამპანია წამოიწყო, რომელიც ნებისმიერი კანდიდატისთვის ხმის მიცემას გულისხმობს, გარდა ვლადიმერ პუტინისა. 

ამ კამპანიის დაანონსების შემდეგ, თავად ალექსეი ნავალნიც რამდენიმე კვირით "დაიკარგა," რის შემდეგაც მას არქტიკის ციხეში მიაკვლიეს. 

მემორიალი ფადეევას პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს.

 

 

მსგავსი სიახლეები