NBC: აშშ და მოკავშირეები მომდევნო თვეებში უკრაინას F-16-ებს გადასცემენ

აშშ და მოკავშირეები მომდევნო თვეების განმავლობაში განსაზღვრავენ თუ როდის და რამდენ ამერიკულ გამანადგურებელს გადასცემენ უკრიანას, თუმცა პრინციპული თანხმობა საკითხზე უკვე არსებობს.

ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული ტელეკომპანია NBC ბაიდენის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს

მასალაში ნათქვამია, რომ აშშ-მ შესაძლოა თავი შეიკავოს გამანადგურებლების პირდაპირი გადაცემისგან, თუმცა ხელს შეუწყობს მოკავშირეებს, რომლებიც ამისთვის მზად იქნებიან. 

წყაროს თქმით, ჯერჯერობით უცნობია თუ როდის და რომელი ქვეყნები გადასცემენ უკრაინას თვითმფრინავებს, თუმცა სავარუდოა, რომ ეს რამდენიმე თვეში მოხდება და ამ თვითმფრინავებს უკრაინა მოახლოებული კონტრიერიშის ფარგლებში ვერ გამოიყენებს. 

მანამდე ცნობილი გახდა ბაიდენის ადმინისტრაციის გადაწყვეტილების შესახებ არ დაბლოკოს უკრაინელი პილოტების წვრთნის პროგრამა, რომლის დაწყების მზაობაც უკვე გამოთქვა გაერთიანებულმა სამეფომ. 

მოსალოდნელია, რომ სწორედ სამხედრო თვითმფრინავების საკითხს განიხილავენ დიდი შვიდეულის ლიდერები, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრაზე. 

უკრაინელი პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა დაადასტურა, რომ უახლოეს საათებში ვოლოდიმირ ზელინსკი იაპონიაში გაემგზავრებოდა, სადაც დიდი შვიდეულის სამიტი იმართება. 

მსგავსი სიახლეები