ნეთანიაჰუ, გალანტი და განცი მძევლების ოჯახებს შეხვდებიან

ომის კაბინეტის წევრები, ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს ხელმძღვანელობით, გეგმავენ ღაზაში ჰამასის მიერ დატყვევებული 240 ადამიანის ოჯახის წევრებს შეხვდნენ.

უცნობია, რამდენი ოჯახი შეხვდება მთავრობის წევრებს, რადგან პრემიერის ოფისში ამბობენ, რომ ოჯახების "წარმომადგენლები" ​მიიღებენ მონაწილეობას.

ნეთანიაჰუს გარდა, ომის კაბინეტში თავდაცვის მინისტრი იოავ გალანტი და მინისტრი ბენი განცი არიან. კაბინეტში დამკვირვებლები არიან მინისტრები რონ დერმერი, გადი ეიზენკოტი და პარტია შასის ლიდერი არიე დერი.

განცი და ეიზენკოტი გუშინ ტყვეების ოჯახის წევრებს მას შემდეგ შეხვდნენ, რაც მათ გალანტთან და ნეთანიაჰუსთან შეხვედრა მოითხოვეს, თუმცა მათი არცერთი არ შეხვდა.

ჰამასის მიერ დატყვევებული ისრაელის მოქალაქეების ოჯახები მკაცრად აკრიტიკებენ ნეთანიაჰუს მთავრობას, რადგან მათ ტყვეების გათავისუფლება ვერ შეძლეს.

მსგავსი სიახლეები