ნეთანიაჰუ: ისრაელთან ომში ჩართვა ჰეზბოლასთვის საბედისწერო შეცდომა იქნება

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ჰეზბოლას აფრთხილებს, არ გახსნან მეორე ფრონტი ისრაელის წინააღმდეგ. 

ამის შესახებ ბიბი ნეთანიაჰუმ ლიბანის საზღვართან დაბანაკებულ სამხედროებთან შეხვედრის დროს განაცხადა. ნეთანიაჰუს თქმით, ისრაელის წინააღმდეგ ომში ჩართვა ჰეზბოლასთვის "საბედისწერო შეცდომა" იქნება. 

ისრაელის პრემიერ მინისტრის თქმით, ჰეზბოლას გააქტიურება ისრაელის უპრეცედენტო საპასუხო დარტყმებს გამოიწვევს, რაც ლიბანს მასშტაბური ნგრევით ემუქრება. 

კონტექსტი 

ისრაელზე ჰამასის უპრეცედენტო თავდასხმის შემდეგ დაძაბულობა ეტაპობრივად იზრდება ლიბანისა და ისრაელის საზღვარზე, რომელსაც ლიბანის მხრიდან ირანის მარიონეტი, ჰეზბოლას ძალები აკონტროლებენ. 

ჰეზბოლა ტერორისტულ ორგანიზაციად არის აღიარებული აშშ-ს, გაერთიანებული სამეფოსა და სხვა დასავლური სახელმწიფოების წინააღმდეგ. 

ჰეზბოლასა და ირანის ლიდერებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ ისინი არ დატოვებენ უპასუხოდ ისრაელის სახმელეთო ოპერაციას ღაზის სექტორში. ბოლო დღეებში ლიბან-ისრაელის საზღვარზე დაბალი ინტენსივობის საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს, რაც ძირითადად საარტილერიო და სატანკო შეტევებში გამოიხატება. 

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, 7 ოქტომბრის შემდეგ მოკლულია ჰეზბოლას 24 მებრძოლი. მსხვერპლი არის ისრაელის მხარესაც. 

მსგავსი სიახლეები