ნეთანიაჰუ: კატარი "პასიური" შუამავალი არ არის, ჰამასს მძევლების გათავისუფლება უნდა აიძულოს

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ კატარზე განაცხადა, რომ მას ჰამასზე "უზარმაზარი ბერკეტი" აქვს და დოჰას როლი ისრაელსა და ჰამასს შორის მიმდინარე უშედეგო მოლაპარაკებებში საერთაშორისო მასშტაბით განიხილება.

"ვფიქრობ, ჩვენ ეს უნდა მოვითხოვოთ კატარისგან, რომელიც ჰამასს მასპინძლობას - ისინი ჰამასის ლიდერებს იფარებენ, აფინანსებენ ჰამასს... ჩვენი დარჩენილი მძევლების გათავისუფლების მისაღწევად," - განუცხადა მან ბრიტანულ TalkTV-ს. "ვფიქრობ, რომ მთელი მსოფლიო აკვირდება კატარს."

კითხვაზე, თუ რა შეიძლება გააკეთონ აშშ-მა ან სხვა მსოფლიო ძალებმა, ნეთანიაჰუმ აღნიშნა: "ეს არის ის, რაზეც მათ პირდაპირ ვესაუბრები… არ მგონია, რომ ისინი [კატარი] პასიური შუამავლები არიან."

კონტექსტი

2023 წლის 7 ოქტომბერს, სამხრეთ ისრაელზე ჰამასის ტერორისტული თავდასხმის შედეგად 1200-მდე ისრაელის მოქალაქე დაიღუპა, 247 სამოქალაქო პირი და სამხედრო კი დაატყვევეს.

მოგვიანებით, კატარის შუამავლობით, ისრაელსა და ჰამასს შორის ტყვეების გაცვლის შეთანხმება გაფორმდა, რის შედეგადაც ისრაელმა 105 ადამიანის დაბრუნება შეძლო, 4 - ჰამასმა თავისი ნებით გაათავისუფლა, 1 კი - ისრაელის თავდაცვის ძალების სამხედროებმა გადაარჩინეს. 

ისრაელის მთავრობის ცნობით, 27 ადამიანი ჰამასის ტყვეობაში დაიღუპა, მათან სამი ისრაელელმა სამხედროებმა "მეგობრული ცეცხლით" მოკლეს.

ამჟამად ჰამასის ტყვეობაში 136 ადამიანი რჩება.

ღაზას სექტორში ისრაელის სამხედრო ოპერაციის გაცხადებული მიზნები ჰამასის განადგურება და ტყვეობაში მყოფი ყველა ადამიანის გათავისუფლებაა. 

მსგავსი სიახლეები