ნეთანიაჰუ თეთრ სახლს ებრაელი მოახალშენეების სანქცირებისთვის აკრიტიკებს

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა შეუსაბამო და პრობლემატური უწოდა ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას ოკუპირებულ დასავლეთ ნაპირზე პალესტინელების წინააღმდეგ ძალადობრივ შეტევებში მონაწილე მოახალშენეების სანქცირებასთან დაკავშირებით. 

ამის შესახებ ბიბი ნეთანიაჰუმ ენტონი ბლინკენთან შეხვედრის დროს განაცხადა. 

"ბაიდენის განკარგულება ძალიან სერიოზული საკითხია და ის შეუსაბამოა, ეს განკარგულება აზიანებს ათასობით კანონმორჩილ ახალმოსახლეს",- განაცხადა ნეთანიაჰუმ. 

კონტექსტი 

ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ გამოცემული განკარგულება დასავლეთ ნაპირზე ისრაელის ახალშენების წინააღმდეგ აშშ-ს მიერ მიღებული ყველაზე მკაცრი ზომაა. 

თავის მხრივ უფლებადამცველი ორგანიზაციები უკვე მრავალი წელია დასავლეთ ნაპირზე პალესტინელების უფლებების მასობრივი დარღვევის შესახებ იუწყებიან. 7 ოქტომბრის შემდეგ ოკუპირებულ დასავლეთ ნაპირზე ებრაელი მოახალშენეების მხრიდან პალესტინელებზე 500-ზე მეტი თავდასხმა აღირიცხა. 

თეთრი სახლის განკარგულების შემდეგ, სახელმწიფო დეპარტამენტმა შეტევებში მონაწილე 4 ებრაელი ახალმოსახლის სანქცირების შესახებ გამოაცხადა. 

რამდენიმე დღეში ისრაელის ბანკებმა გამოაცხადეს სანქცირებული პირების საბანკო ანგარიშების ბლოკირების შესახებ. 

თეთრი სახლის გადაწყვეტილება ღიად გააკრიტიკა ისრაელის ულტრა-ნაციონალისტმა ფინანსთა მინისტრმა, ბეცალელ სმოტრიჩმა, რომელმაც ბანკებს ისრაელის მოქალაქეების საბანკო ანგარიშების ბლოკირებისგან თავის შეკავება ურჩია. 

 

მსგავსი სიახლეები