Newsweek: პუტინი მარტში მკვლელობის მცდელობას გადაურჩა და აპრილში კიბოს მკურნალობდა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა აპრილში კიბოზე იმკურნალა და მარტში კი მისი მკვლელობის მცდელობა იყო. ამის შესახებ ამერიკული სადაზვერვო სამსახურის სამმა წარმომადგენელმა ამერიკულ ჟურნალ Newsweek-ს საიდუმლო მოხსენების მონაცემებზე დაყრდნობით განუცხადა.

როგორც ჟურნალის ერთ-ერთმა წყარომ განაცხადა, პუტინის იზოლაციამ გაზარდა სპეკულაციები და ეს ურთულებს დაზვერვას მისი ჯანმრთელობის ზუსტი მდგომარეობის შეფასებას.

Newsweek-ის ერთ-ერთმა წყარომ პუტინის შესაძლო ავადმყოფობაზე საუბრისას განაცხადა, რომ დანამდვილებით ცნობილია, რომ "იქ აისბერგია, თუმცა ნისლითაა დაფარული".

გამოცემის კიდევ ერთმა თანამოსაუბრემ თქვა, რომ პუტინი "რა თქმა უნდა ავად არის. მოკვდება თუ არა ის მალე, ეს მხოლოდ ვარაუდია". მისი თქმით, პუტინი კვლავ საშიშია და თუ ის მოკვდება, ქაოსი დაიწყება.

ანგარიშში, გამოცემის წყაროების მიხედვით, ნათქვამია, რომ პუტინი ძალაუფლების მიმართ პარანოიდულია და ეს მას არაპროგნოზირებადს ხდის.

როგორც გამოცემის თანამოსაუბრემ აღნიშნა, კრემლის ხელმძღვანელი "აშკარად გამქრალი ლიდერია" და სულ უფრო ნაკლებ გავლენას ახდენს ქვეშევრდომებზე. სხვა წყარო თვლის, რომ "პუტინის ძალაუფლება ძლიერია, მაგრამ არა აბსოლუტური". მისი თქმით, კრემლში "ასეთი ინტენსიური ბრძოლა" არასდროს ყოფილა.

"ყველა გრძნობს, რომ დასასრული ახლოსაა." - თქვა მან.

ის, რომ პუტინი მძიმედ არის დაავადებული და რომ რუსეთის ფედერაციაში უკვე დაწყებულია პროცესები, რომლებიც ხელისუფლების შეცვლას გამოიწვევს, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა კირილ ბუდანოვმა თქვა. მან აღნიშნა, რომ კრემლის ხელმძღვანელს "კიდევ რამდენიმე წელი აქვს" და "არ ღირს იმის იმედად ყოფნა, რომ პუტინი ხვალ მოკვდება". ბუდანოვმა ასევე დაადასტურა, რომ იყო პუტინის მკვლელობის მცდელობა.

მსგავსი სიახლეები