ნიდერლანდები უკრაინას 120 მილიონი ევროს სამხედრო დახმარებას გადასცემს
ნიდერლანდებმა უკრაინისთვის გადასცემი 120 მილიონი ევროს სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის შესახებ განაცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას ჰოლანდიის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური 4 ნოემბერს ავრცელებს.
აქედან 45 მილიონი ევრო ჩეხური T-72 ტანკების შეკეთებას მოხმარდება მათი უკრაინისთვის შემდგომი მიწოდებისთვის. კიდევ 45 ტანკს აშშ შეაკეთებს და უკრაინას გადასცემს. სავარაუდოდ, პირველი პარტია უკრაინას დეკემბერში გადაეცემა.
ჰოლანდიის თავდაცვის მინისტრმა კაისა ოლონგრენმა თქვა, რომ დახმარების პაკეტმა "მნიშვნელოვანი გზავნილი გაუგზავნა რუსეთს".
„მოკავშირეები აგრძელებენ ძალისხმევას უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარდასაჭერად რუსეთის აგრესიულ ომთან დასაპირისპირებლად. ამ სამხედრო მხარდაჭერის პაკეტით ჰოლანდიის მთავრობა პასუხობს წარმომადგენელთა პალატის მოწოდებას უკრაინისადმი მხარდაჭერის შესახებ. ძალისხმევა ამ კუთხით არის თავად უკრაინის მიერ წარმოდგენილი საჭიროებების შეფასების საფუძველზე", - ნათქვამია პრესრელიზში.